LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დრო დასჭირდება საქართველოს საგარეო ვალის შესამცირებლად – ფინანსთა მინისტრი ვადებს ასახელებს

80
shutterstock-530884738

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანას დამატებით 4-5 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ მისი საგარეო ვალი 40%-იან ნიშნულზე ჩამოვიდეს. მინისტრის განმარტებით, იგეგმება, რომ საგარეო ვალი 50%-იან ნიშნულს 2024 წლისთვის ჩამოსცდეს.

„მომდევნო წელს საგარეო ვალი 60%-დან, დაახლოებით, 51%-იან ნიშნულზე ჩამოვა, რაც არის მნიშვნელოვანი შემცირება. თუმცა, ჩვენ მომდევნო წლებშიც ძალიან მნიშვნელოვანი რესურსები გვჭირდება, მათ შორის დეფიციტური. ეს იქნება მცირე, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი. გეგმა გვაქვს, რომ 2024 წლისთვის 50%-იან ნიშნულზე დაბლა უნდა ჩამოვიდეს საგარეო ვალი. ე.წ. უსაფრთხო ზონა, დაახლოებით, 40 ქვეყნისთვის არის 40%-იანი ნიშნული, რასაც, ალბათ, მომდევნო კიდევ დამატებით 4-5 წელი დასჭირდება, იმისთვის, რომ ქვეყანა ამ ნიშნულს დაუბრუნდეს,“- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები