LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დეტალებს იხსენებს დედასთან ურთიერთობიდან ცნობილი ფსიქოლოგი: „მისი შექება სულ ათჯერ მახსოვს, იმდენად მაღალი სტანდარტი ჰქონდა, რომ ის კომპლიმენტიც ძვირად ფასობდა“

197
BeFunky-collage (2)

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ ერთ-ერთ რუბრიკაში დედის შესახებ ისაუბრა.

„დედის შექება სულ ათჯერ მახსოვს, სწორედ ამ უსაზღვრო ობიექტურობის გამო, დედის აზრი ყველაზე მთავარი იყო. მას იმდენად მაღალი სტანდარტი ჰქონდა, რომ ის კომპლიმენტი მართლაც ძვირად ფასობდა. დედა არ იყო ის ტიპი, რომელიც მუდმივად გაქებს, არც შენიშვნები იცოდა, მისი აწეული ხმაც არ მახსოვს.. ზღაპარს არა მარტო მიკითხავდა, მიხატავდა კიდეც, არაჩვეულებრივად ხატავდა..

ძალიან სამართლიანი იყო, მისთვის ავტორიტეტები არ არსებობდნენ.. როცა პატარა ვიყავი და ვიღაცა დედასთან შუამდგომლობას მთხოვდა, მრცხვენოდა ხოლმე, რომ დედაჩემი ჯიგარი არ არის, თუმცა ამავდროულად, თბილი იყო და ეს სითბო სენტიმენტებში არ ვლინდებოდა.. ზრუნვაში ვლინდებოდა, რადგან ის ჩვენი გზით განვითარების საშუალებას გვაძლევდა.

დედას ხელოვნება აბედნიერებდა, თეატრებში პრემიერებს თუ ოპერაში კონცერტებს არასდროს აკლდებოდა. ეს იყო ის, რაც მის ცხოვრებას ავსებდა.

??‍?‍? ნათია ფანჯიკიძე დედაზე

??‍?‍? ნათია ფანჯიკიძე დედაზე – რა დეტალებს იხსენებს დედასთან ურთიერთობიდან ცნობილი ფსიქოლოგი?

? სალომე კახეთელიძის რუბრიკა “დედას”

Posted by Rustavi 2 • რუსთავი 2 on ორშაბათი, 20 ნოემბერი, 2023

დედაჩემი იყო პირველი, რომელიც იძახდა, რომ ირაკლი ჩარკვიანი ძალიან საინტერესო ხელოვანია. საოცარია, რომ ირაკლი ჩარკვიანი მე კი არ აღმოვაჩენინე დედას, პირიქით დედამ მიმაქცევინა მასზე ყურადღება..“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები