LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დახმარებას მიიღებენ მიკროავტობუსებისა და ტაქსის მძღოლები – მერიის გადაწყვეტილება

279
51f2428ab74f7258db5f38833f225928

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო სამარშრუტო ტაქსებისა და ტაქსის მძღოლები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დახმარების მისაღებად მარტივი პროცედურის გავლა და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება იქნება საჭირო.

მერია იპოდრომის მიმდებარედ არსებულ ყოფილი კორტების ტერიტორიას ყიდის

“არსებული ვითარებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა, მათ შორის არის ტაქსის მძღოლები და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები. თბილისის ტაქსის მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, ეს ეხება ყველა იმ ტაქსის მძღოლს, რომელსაც აქვს ლიცენზია. ასევე ამ პროექტით ისარგებლებენ მიკროავტობუსების მძღოლები. მინდა გთხოვოთ მოადგილეებს, რომ SMS-ის სახით როგორც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს, ასევე მიკროავტობუსების კომპანიას გაადასცეთ ეს ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსების მძღოლებმა ამ პროგრამებით ისარგებლონ”, – აცხადებს კალაძე.

დედაქალაქის მერმა მიკროავტობუსის მძღოლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მონაწილობა მიიღეს და უზრუნველყვეს როგორც ექიმების გადაყვანა საკარანტინე ზონებიდან, ისე ხალხის კონკრეტულ ქალაქებში ჩაყვანა.