სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო/ვიდეო მასალა, რომელიც თბილისშია გადაღებული.
“თქვენც დგახართ საცობში?“ – ვიდეოს “ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს. როგორც კადრებში ჩანს, ცენტრალურ ქუჩებში საცობებია და ქალაქი პარალიზებულია.
ამ ფაქტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
“ახლა ვინც ჭავჭავაძეზე დგახართ მანქანით და აბაშიძისკენ მიდიხართ ყველა მეცოდებით, ხალხნო, ყველა. თქვენ ხართ წმინდანები სიცოცხლეშივე. თქვენი მოწამეობრივი ცხოვრება ისტორიას შერჩება. რა დაგვაკლო თბილისის მერმა? თუნდაც ერთი ცალი ასახვევი. ერთი ცალი”, – წერს ჟურნალისტი ვიკა ბუკია ფეისბუქში.