მეცნიერების მტკიცებით, შავი შoოოლადი განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის, რადგან ის საგრძნობლად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
პორტუგალიელი პროფესორის ბოკე დე როსის ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერთა ჯგუფი იმ მოხალისეთა სისხლის შემადგენლობის ცვლილებას აკვირდებოდა, ვინც სისტემატურად მიირთმევდა შოკოლადს. შედეგად დადგინდა, რომ შავი შოკოლადი ხელს უშლის თრომბოციტების დაგროვებას, რაც თავის მხრივ, საგრძნობლად ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკს (სხავთაშასორის, მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან გულის სნეულებებით, ვიდრე ქალბატონები).
”მართალია, შოკოლადი დიდი რაოდენობით შაქარს და ცხიმს შეიცავს, მაგრამ ის მაინც სასარგებლოა. მამაკაცის ორგანიზმი უკეთ ითვისებს შოკოლადს და სწორედ ამიტომ ის მათთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ქალბატონებისთვის”, – აღნიშნა ბოკე დე როსმა.
იაპონელი მეცნიერების მტკიცებით კი, 50 გრამი შოკოლადის ყოველდღიურად მიღება, ხელს უშლის კუჭის წყლულისა და სიმსივნისა განვითარებას.