LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ასაკში არის აუცილებელი ოფთალმოლოგთან ვიზიტი და რამდენად მნიშვნელოვანია სასათვალე ლინზების სწორად შერჩევა – თათია ბერიაშვილ და ნანა ნიჟარაძე გადაცემაში „პულსი“

747
თათია-ბერიაშვილი,-ნანა-ნიჟარაძე

15 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კომპანია „რონიკოს“ სასათვალე ლინზების ბრენდ-მენეჯერი თათია ბერიაშვილი და ამავე კომპანიის ოფთალმოლოგი ნანა ნიჟარაძე სტუმრობდნენ, რომელთაც მხედველობის დროულად შემოწმებისა და სათვალის სწორად მორგების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

– ქალბატონო ნანა, დღეს, როცა ასე პოპულარულია თვითმკურნალობა, ბევრს ძალიან მარტივად ეჩვენება სათვალის შერჩევა და მორგება, მით უფრო, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება მისი შეძენა. რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც მსგავსი ხელაღებითა და უპასუხისმგებლობით ეპყრობა საკუთარ მხედველობას.

– სამწუხაროდ, დღეს ძალიან გავრცელებულია მსგავსი პრაქტიკა, მით უფრო, რომ სათვალის შეძენა მართლაც ძალიან მარტივია. რა თქმა უნდა, პაციენტების უმრავლესობამ კარგად იცის, რომ მსგავსი მეთოდით სათვალის შერჩევა არ შეიძლება, თუმცა, დროის სიმცირის გამო მაინც უზარმაზარ რისკზე მიდის. უცნაურია, მაგრამ ბევრი სათვალეს გარეგნული მახასიათებლებით ირჩევს და მის ვიზუალურ მხარეს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე დანიშნულებას. თვალი ის ორგანოა, რომელიც სწრაფად ადაპტირდება და ყველაფერს ეჩვევა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პაციენტებმა ხშირად არც იციან, რომ წლების მანძილზე ატარებენ სათვალეს არასწორი ნომრით თან გამუდმებულ თავის ტკივილს უჩივიან, ყველა პროფილის ექიმთან გადიან კონსულტაციას და არც ფიქრობენ ოფთალმოლოგთან მისვლას.

რა თქმა უნდა, სათვალე ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, რადგან თვალი უნიკალური ორგანოა, გუგებს შორის დაშორება კი, ყველას განსხვავებული აქვს. არ შეიძლება ნებისმიერი სათვალის შეძენა და მორგება, რადგან აუცილებლად იქნება დარღვეული ცენტრებს შორის მანძილი. ამასთანავე, ასაკის მატებასთან ერთად, თვალიც იცვლება, ვითარდება ასკობრივი დაავადებები, რომელთა გამოკვლევა და მკურნალობაა საჭირო. 

გაიდლაინების თანახმად, პირველი ვიზიტი ოფთალმოლოგთან 3 წლის ასაკში უნდა განხორციელდეს. შემდეგი შემოწმება ბავშვმა სკოლაში წასვლის წინ, 6 წლის ასაკში უნდა გაიაროს, მერე კი, სასურველი 2-3 წელიწადში ერთხელ მაინც შემოწმდეს. განსაკუთრებით საჭიროა თვალის შემოწმება 40 წლის შემდეგ, როცა ბევრს სჭირდება საკითხავი სათვალე.

– ქალბატონო თათია, რამდენად მნიშვნელოვანია სასათვალე ლინზების სწორად შერჩევა?

– სამწუხაროდ, პაციენტები სათვალის ჩარჩოში უფრო მეტ თანხას იხდიან, ვიდრე სასათვალე ლინზაში, არადა პირიქით უნდა იყოს, რადგან მთავარი სწორედ ლინზის ხარისხია. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებს უნდა მიექცეს, რომლებიც ჭარბად მოიხმარენ ციფრულ ტექნოლოგიებს, ამიტომ მხედველობის დაქვეითების და მიოპიის განვითარების მეტი რისკი აქვთ.

სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კომპანიას სუპერთანამედროვე ლინზებით შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და საჭიროების პაციენტის უზრუნველყოფა. გაქვს სპეციალური ლინზები, რომლებიც სწორედ სწრაფად პროგრესირებადი მიოპის ზრდას აკონტროლებენ და ამცირებენ მინიმუმამდე. სამწუხაროდ, მიოპოა უკვე იქცა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, ამიტომ მთელი მსოფლიო აქტიურად ცდილობს მის დაძლევას.

საინტერესო შეთავაზებები გვაქვს მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც ძალიან დიდ დროს ატარებენ კომპიუტერებთან. არსებობს სპეციალური დამცავი ლინზები,  რომლებიც მავნე გამოსხივებას აფერხებენ და თვალს დაზიანებისგან იცავენ.

– ქალბატონო ნანა, რამდენად არსებობენ რისკ-ჯგუფები პროფესიული თვალსაზრისით?

– მხედველობის მაქსიმალური კონტროლი და სისტემატური შემოწმება პირველ რიგში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს სჭირდებათ. თუმცა, რისკის ჯგუფს მიეკუთნება ნებისმიერი მძღოლი, ვინც დიდ დროს ატარებს საჭესთან. სხვათა შორის, ჩვენმა კომპანიამ უკვე მოაწყო აქცია და მსურველებს მხედველობის შემოწმება შესთავაზა. პირადად მე შევამოწმე 100 ადამიანი და ძალიან სავალალო შედეგი მივიღე, რადგან 70-ზე მეტს აღმოაჩნდა სერიოზული პრობლემა და სათვალის ტარების აუცილებლობა. მიოპიის გარდა, სერიოზულ ანომალიად ითვლება ასტიგმატიზმიც, რომელიც ასევე დროულ შემოწმებასა და დიაგნოსტირებას საჭიროებს.

– ქალბატონო თათია, რას შესთავაზებთ მძღოლებს?

– სამწუხაროდ, ავტოავარიების დიდ ნაწილი ღამით ან ნისლიან ამინდში ხდება, როცა მხედველობა დაქვეითებული და შეზღუდულია. მართალია, ბევრს ჰგონია, რომ მხედველობადაქვეითებულ მძღოლს პოლარიზებული სათვალე სჭირდება, მაგრამ ამ ტიპის სათვალე მხოლოდ ინტენსიური მზისგან დასაცავად გამოიყენება, რათა ანარეკლის გარეშე, მკაფიოდ დაინახოს ყველა ობიექტი, ღამის სიბნელეში კი, განსხვავებული ტიპის სათვალეა საჭირო. საუკეთესო ვარიანტად ერთ-ერთი იაპონური ფირმის პროდუქცია ითვლება, რომელიც სპეციალურად მძღოლებისთვის შეიქმნა, რადგან ღია ყვითლად შეფერილი ლინზებით აღჭურვილი სათვალე ერთ-ორად აუმჯობესებს კონტრასტულობას.

– ქალბატონო ნანა, რამდენად მნიშვნელოვანია ისეთ მსხვილ ოპტიკურ კომპანიებში, როგორიც „რონიკოა“ ოფთალმოლოგის მუშაობა?

– ვფიქრობ უცილებელი, ამიტომ მიხარია, რომ ჩვენი კომპანიის ყველ მაღაზიას თავისი ოფთალმოლოგი ჰყავს, რომელიც უახლესი აპარატურით აღჭურვილ კაბინეტში შეუმოწმებს ნებისმიერ მსურველს მხედველობას, გაუწევს რეკომენდაციას და დაეხმარება სათვალის შერჩევაში.    

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები