LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ასაკიდან კეთდება სრული სახის ლიფტინგი – სილამაზის აკადემია

240
საშა-კალანტაროვი

რამდენად რთულია სახის ლიფტინგი, ეგრეთ წოდებული „ფულ ფეისი“ – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა საშა კალანტაროვმა ისაუბრა.

როდის კეთდება ეს ჩარევა?

რეალურად სახის ლიფტინგი კეთდება მაშინ, როცა ადამიანი იყურება სარკეში და არ მოსწონს სახის მდგომარეობა, კანი არის მოშვებული, მოდუნებული. ეს არ არის მარტო კანის დაჭიმვა, ესაა ქსოვილების შეცვლა, დაწყებული სახის ძვლოვანი ჩონჩხიდან, დამთავრებული კანით. ეს არის ტექნიკურად რთული ოპერაცია და ყველა ქვეყანაში საკმაოდ ძვირადღირებულია.

რა ასაკიდან კეთდება ლიფტინგი?

როცა იწყება ასაკობრივი ფტოზი, 40 წლიდან მისაღებია ამ თემაზე საუბარი. ექიმთან უნდა შეთანხმდეს ეს ჩვენება. რამდენად ღირს ამის გაკეთება და რამდენი პროცენტით იქნება მიღებული ადეკვატურ შედეგი. ჩარევა დამოკიდებულია რამდენად მძიმე ფტოზია. ეს ოპერაცია არ უნდა გაკეთდეს 70 წლის ასაკში, რომ ჩარევა არ იყოს რადიკალური.

რისკ-ფაქტორები დამოკიდებულია ექიმის გამოცდილებაზე. რადგან ეს ისეთი ოპერაციაა, რადგან ამ ოპერაციას დამწყები ექიმები არ აკეთებენ. პაციენტი როცა ელოდება სასწაულ შედეგს, ეს არ ხდება რამდენიმე დღეში, მას სჭირდება რამდენიმე თვე, ხშირად 6 თვე, როცა პოსტ ოპერაციული პერიოდი იქნება გავლილი.

ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები