LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ტრედლიფტინგის პროცედურა – სილამაზის აკადემია

18
თეა-ჩხვიმიანი

რა არის ტრედლიფტინგის პროცედურა  – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ კარაპს მედლაინის“ ექიმი-კოსმეტოლოგმა თეა ჩხვიმიანმა ისაუბრა.

რა არის ტრედლიფტინგის პროცედურა?

ტრედლიფტინგი წარმოადგენს მცირეინვაზიურ პროცედურას მოშვებული და ატონიური ქსოვილების ლიფტინგისა და რევიტალიზაციისთვის. იმპლანტირებული მეზოძაფი იძლევა ქსოვილების არმირების და სახის კონტურების მოდელირების ეფექტს.

რა შედეგი დგება ამ პროცედურის შემდეგ?

მიიღება კანის წვრილი ნაოჭებს ლიკვიდაცია, კანის ფერის გაუმჯობესება და ფორების შევიწროვება! თვით ძაფი წარმოადგენს სტერილურ, ბიოდეგრადირებად, სინთეტიკურ მასალას. კანი ხდება უფრო მკვრივი. გამოიყენება რამდენიმე ტიპის ძაფი, შესაბამისად გააჩნია რა სახის და ფორმის ძაფი იქნება გამოყენებული. ეს დამოკიდებულია კანის სტრუქტურაზედ და პრობლემაზე. ძაფი წარმოადგენს პოლიდიოქსანონის მჟავას, რომელიც დიდი ხანია რაც ქირურგიაში გამოიყენება შინაგანი ქსოვილების გასაკერად. აღნიშნული ძაფები ბიოდეგრადირებადი და არააკერგიულია.

რა პერიოდში იშლება ძაფი?

ძაფი გარკვეული დროის მერე იშლება ნახშირორჟანგად და წყლად და გამოიყოფა ბუნებრივი გზით. გამოირჩევა დიდი სიმტკიცით… იმპლანტირებული ძაფი იძლევა კანის მკვრივ კარკასის და ნეოკოლაგენეზის აქტივაციას. თვით ძაფები არის რამდენიმე სახის..ყველა ძაფის სახეობა გარკვეულ ი პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება.

რა ასაკიდან არის რეკომენდებული ამ პროცედურის ჩატარება?

როცა კანის დაბერების ნიშნები ხილული ხდება, ძირითადად გრავიტაციული ფტოზის დროს და ასაკობრივი ნაოჭების გაჩენის პერიოდში, გააჩნია კანის სტრუქტურას.

შედეგი რა დროის განმავლობაში ნარჩუნდება?

ძაფები იშლება 4-6 თვის პერიოდში, თუმცა ნარჩუნდება მის ირგვლივ წარმოქმნილი შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც კანს სიმკვრივეს უნარჩუნებს და ააქტიურებს კოლაგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები