ფერმერების ხელშეწყობის მიზნით მობილური აპლიკაცია სახელწოდებით ”ტრაქტორი” შეიქმნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ტრაქტორი”, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, მიზნად ისახავს მიაწოდოს ფერმერებს საჭირო ცოდნა და გაზარდოს მათი წვდომა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან და მომსახურებასთან. „ტრაქტორი“ მობილური აპლიკაციაა, რომელიც ქართველ ფერმერს დაეხმარება აწარმოოს უფრო მეტი უფრო უკეთესად.
სამინისტროს ცნობით, აპლიკაციის „ტრაქტორი” მხარდამჭერები არიან: „ადამიანი გაჭირვებაში”, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი USAID/ZRDA, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და „ელვა – საზოგადოებრივი ჩართულობა“.
მობილური აპლიკაციის ოფიციალურ წარდგენას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.