რა არის ექსიმერ ლაზერული კორექცია – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა ოფთალმოლოგმა ია ვარდანაშვილმა ისაუბრა.
რა ქირურგიული პროცედურა ტარდება თვალის ამ დაავადებების განსაკურნად?
თვალის დავადებები საჭიროებს ოფთალმოლოგის დროულ ჩარევას. ლაზერული კორექცია მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ სურთ პროფესიული, კოსმეტიკური ან სხვა რაიმე მიზეზის გამო სათვალის ტარება. შესაძლებელია ამ პრობლემის ქირურგიული ან ლაზერული გზით მოგვარება. ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი განკურნებადია.
რა ასაკიდან არის შესაძლებელი შორსმხედველობის, ახლომხედველობის და ასტიგმატიზმის დროს ლაზერული კორექციის ჩატარება?
ლაზერული კორექციის ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის დროს ბავშვებში 8 წლის ასაკიდან, ხოლო ახლომხედველობის დროს ზრდასრულებში 18-20 წლის ასაკიდან.
ეს პროცედურა მრავალი წელია ტარდება საქართველოში, სამწუხაროდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა პრიორიტეტულია. დამერწმუნეთ საქართველოშიც მივყვებით პროგრესს ფეხდაფეხ და შეგვილია უახლესი ტექნოლოგიები შევთავაზოთ არამხოლოდ ადგილობრივ არამედ საზღვარგარეთიდან ჩამოსულ პაციენტებსაც.
რა კავშირი აქვს ლაზერულ კორექციას, იგივე სათვალის მოხსნის ოპერაციას და სილამაზეს?
სულ უფრო მკვიდრდება ტერმინი – ესთეთიური ოფთალმოლოგია. ლამაზი თვალი – ეს არის ჯანმრთელი თვალი. ჯანმრთელი თვალის ზედაპირი – ლამაზი თვალის სინონიმია. მით უმეტეს თვალს თუ სათვალე არ მალავს ეს კიდევ უფრო კარგია.
მოგეხსენებათ, რომ სათვალე უმეტესწილად ასაკთან ასოცირდება. ვინაიდან ასაკთან ერთად თვალშიც და სრულიად ორგანიზმშიც ვლინდება რიგი ცვლილებები, თვალის კუნთიც სუსტდება, სუსტდება აკომუდაციის უნარი და დახლოებით 40-45 წლის ასაკიდან ადამიანები უჩივიან მხედველობის გაუარესებას. ეს სრულებით ფიზიოლოგიური პროცესია, ამ დროს საჭიოება დგება პაციენტმა იხმაროს საკითხავი სათვალე. რათმაუნდა ყველას უნდა რომ ეს პროცესი რა შეიძლება მალე არ დაუდგეს პაციენტს და სწორედ ეს არის მიზეზი, როცა პაციენტები მოგმართავენ მხედველობის აღსადგენ ოპერაციის მოთხოვნით, რათა უფრო დიდ ხანს დარჩნენ ახალგაზრდები და ლამაზები.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ განსაკუთრებით ქალბატონები მხედველობის კორექციის შემდეგ მოგვმართავენ ჩივილებით, რომ ნაოჭები გაუჩნდათ თვალის გარშემო, რაც თავისთავად დაკავშირებული არა ოპერაციის გაკეთებასთან არამედ იმასთან რომ ოპერაციის შემდეგ მხედველობა ხდება მახვილი და ისინი უბრალოდ უფრო კარგად ხედავენ იმ ნაკლებს, რომლებსაც მანამდე ვერ ამჩნევდნენ.
ამიტომ დადგა საჭიროება თვალის გასაახალგაზრდავებელი პროცედურები შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თვალის ზედაპირის ჯანმრთელობას, ვინაიდან როგორი კარგი მაკიაჟიც არ უნდა გაიკეთოს ქალბატონმა, თუკი თვალი არის გაწითლებული, გაღიზიანებული ეს აისახება მთლიან ვიზუალზე. შეგვიძლია შევთავაზოთ ე.წ. აიპელისა და აბ მაქსის აპარატურული პროცედურები, რომლებსაც გარდა სამკურნალო თვისებებისა, ასევე გახაალგაზრდავების ფუნცსია აქვს.
რა არის ABMAX?
ABMAX წარმოადგენს თანამედროვე დახვეწილ ოფთალმო-კოსმეტოლოგიურ ხელსაწყოს, რომელიც განკუთვნილია ქუთუთოების წმენდისთვის, მისი საშუალებით ხდება ქუთუთოებზე არსებული ნადების და ფუფხის მოცილება, გასუფთავება. ცპეციალური დიზაინის ერთჯერადი საწმენდი თავაკების წინა, უკანა, წრიული მოძრაობები უზრუნველყოფს ქუთუთოების პროფესიონალურ წმენდას კლინიკის პირობებში. ძირითადად გამოიყენება ბლეფარიტების სამკურნალოდ. პროცედურა აბსოლიტურად უმტკივნეულოა და მის რაოდენობა და ხანგრძლივობას განსაზღვავს ექიმი ოფთალმოლოგი.
თქვენ ასევე ახსენეთ IPL …
IPL წარმოადგენს ინტენსიურ პულსურ თერაპიას მჯდ, როზაცეას და ბლეფარიტების სამკურნალოდ, მათ შორის ისეთ კლინიკურ შემთხვევებში, სადაც ალტერნატიული მკურნალობა ნაკლებშედეგიანია. აღსანიშნავია, რომ ipl არ არის ლაზერული პროცედურა.
მოწყობილობა, სპეციალური ფილტრის საშუალებითაქვს უნარი შეარჩიოს ტალღის სიგრძე დაინტენსივობა, რისი საშუალებითაც ზომიეად ათბობს ქუთუთოების ზედაპირს, ხოლო პულსური თერაპია ხელს უწყობს ტელეანგიეექტაზიების თანდათანობით ნაწილობრივ ან სრულ ალაგება- გაქრობას. სითბური და პულსური თერაპიის კომბინაციით ხდება მეიბომის ჯირკვლებში დრაც ჯირკვლებში დაგროვილი შესქელებული მეიბომის გათხელება და გამოდევნის გაიოლება, რაც ჯირკვლების სადრენაჟო სისტემის ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას იძლევა. აღნიშნული პროცედურა ფართედ გამოიყენება როგორც დერმატოლოგიაში ასევე ოფთალმოლოგიაში. აღსანიშნავია , რომ eye-light IPL-ის უახლეს აპარატს ამერიკის წამლის და კვებ ის სააგენტოს (FDA) მიერ მინიჭებული აქვს ხარისხის სერთიფიკატი.
რამდენ ხანში უნრუნდება პაციენტი მხედველობის აღდგენის ოპერაციის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს?
ვინაიდან ლაზერული კორექცია არის ნაკლებად ინვაზიური ჩარევა, რეაბილიტაციის პროცესი არის ძალიან ხანმოკლე.