Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
რა არის დამღუპველი უძრავი ქონების ბაზრისთვის? – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის დამღუპველი უძრავი ქონების ბაზრისთვის?

88

უძრავ ქონებაზე ფასი არ იზრდება, რაც დამღუპველია, – ამის შესახებ ბიზნემენმა, ბიზნეს ასცოაციის ვიცე-პრეზიდენტმა დირექტორმა ლაშა პაპაშილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქში მშენებლობები გრძელდება – მიწოდება იზრდება, თუმცა, ამის საჭიროება არ არსებობს.

”2007 წლიდან ახალი სამშენებლო პროექტი არ წამოგვიწყია, თუმცა, ჩემი მხრიდან ბიზნესის 90% უძრავი ქონება – საცხოვრებელი სახლებია. დავინახეთ, რომ ამის საჭიროება ქალაქში საერთოდ არ არის. ფასიც არ იზრდება, რაც დამღუპველია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. შეიძლება მდიდრები არ ვართ, მაგრამ რაღაც ქონება ქალაქსა თუ რეგიონში ყველას გაგვაჩნია. ის რომ მისი ფასი არ იწევა, არის ურბანული განუვითარებლობის, გეგმის არ ქონის პრობლემა” – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, პრობლემებია პარკინგის და განაშენიანების საკითხის მიმართულებითაც.

”უკვე შეუძლებელია ზოგიერთ ქუჩაზე ამდენი ახალი მშენებლობის ნახვა. არ არსებობს დაგეგმარების კუთხით არანაირი ინფრასტრუქტურა, თუ აშენებ სახლს, აუცილებლად გჭირდება პარკინგი, მაღაზია და ეს ყველაფერი არაკონცენტრირებულია. ზოგან ბევრია, ზოგან საერთოდ არ არის. ქალაქში თითქმის სამშენებლო არაფერი დარჩა, მაგრამ მერიამ არ უნდა დაუშვას მაღალსართულიანი შენობების აშენება ისეთი განაშენენიანების ადგილებში, როგორიცაა ზემო ვაკე, ვეძისი, ძველი თბილისი” – აღნიშნა პაპაშვილმა.