LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ამ 108 წლის ქალის სიცოცხლის საიდუმლო? – აქტიური ცხოვრება, ბევრი ბეკონი და ყავა

44
Capture

108 წლის ქალბატონმა მორიგი დაბადების დღე იზეიმა და სიცოცხლის საიდუმლოც გაამხილა. ბეატრის ჩიეკო მურანაკას ისტორია Hawaii News Now-მა გაავრცელა.

ჰავაიელმა ხანდაზმულმა დაბადების დღე 14 ივნისს აღნიშნა. ქალი ერთ-ერთ სოფელში დაიბადა, თუმცა როცა 5 წლის იყო მისი ოჯახი საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა. მურანაკომ მთელი ცხოვრება ძიძად იმუშავა და მომავალ მეუღლესაც მუშაობის პროცესში შეხვდა. ერთ-ერთ ოჯახში სადაც ის ბავშვებს უვლიდა, სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცს პროდუქტი დაჰქონდა.

ბებიის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო მისმა 46 წლის შვილიშვილმა დაასახელა.
„ის ყოველთვის ძალიან ბევრს დადიოდა, ყოველი საუზმის შემდეგ ხილს მიირთმევდა. მას ძალიან უყვარს და თითქმის არასდროს ამბობს უარს შოკოლადის კანფეტებზე, ბეკონსა და ყავაზე.“

ბეატრისი უკვე 30 წელია ყველგან ფეხით დადის და მართლაც ძალიან აქტიური ცხოვრების წესი აქვს.

იუბილარის დღესასწაულზე მისი ქალიშვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები შეიკრიბნენ და ძალიან მხიარული წვეულება მოაწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები