LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არ მოსწონთ ქალებს – მამაკაცების 5 ჩვევა, რომელიც მათ ყველაზე მეტად აღიზიანებთ

104
imgpreview

ურთიერთობა წყვილსა თუ ოჯახში ცოლსა და ქმარს შორის უამრავ დაბრკოლებას გადის.
სირთულეებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ მამაკაცთა რამდენიმე ჩვევა, რომელიც ქალებს ჭკუიდან შლის და ყველაზე თბილი ურთიერთობის განადგურებაც კი შეუძლია.

1. მამაკაცი ნივთებს უწესრიგოდ ყრის.
ისეთი მამაკაცის პოვნა, რომელსაც წესრიგი ძალიან უყვარს, შეიძლება ითქვას რომ იშვიათობაა. წინდები, საცვლები თუ პერანგები ოთახში უწესრიგოდაა მიმოყრილი.
სინამდვილეში ამისგან ტრაგედია არ უნდა შექმნათ და ისინი ისეთები უნდა მიიღოთ როგორიც არიან.

2. ძუნწი კომპლიმენტებში
ბევრი ქალი ჩივის იმაზე, რომ ცდილობს ყველაფერი იდეალურად გააკეთოს და მეორე ნახევრისგან შექებას ვერასდროს იღებს. იქნება ახალი კაბა თუ ვარცხნილობა, მამაკაცები ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.
არადა, უყურადღებობა საყვარელ ადამიანს ყველაზე მეტად სწყინს.

3. მამაკაცები დიდ დროს ატარებენ მეგობრებთან
მამაკაცური თავშეყრები – ნადირობა, თევზაობა თუ უბრალოდ მატჩის ერთად ყურება ბევრ ქალს აღიზიანებს.
მიზეზი მარტივია – საყვარელი ადამიანის ყურადღების გაყოფა არავის მოსწონს.
თუმცა, თუკი თქვენი მეორე ნახევარი ნამდვილად გიყვართ, პირად სივრცეს ნუ შეუზღუდავთ, ნურც ინტერესებს. მეგობრებს თავისი ადგილი აქვს, ოჯახს – თავისი.

4. ცხოვრებისადმი მარტივი დამოკიდებულება
მამაკაცები ბევრ რამეს ძალიან მარტივად უყურებენ.
მაშინ როცა ქალს გარკვეული საკითხი შესაძლოა პრობლემურად ეჩვენებოდეს, კაცი თავის თავში უფრო დარწმუნებულია.
ფსიქოლოგთა ნაწილი თანხმდება, რომ მამაკაცთა დამოკიდებულება შესაძლოა ზოგჯერ უფრო მომგებიანი იყოს.

5. არასერიოზულობა
ხშირად ზოგიერთი მამაკაცი სამუდამოდ ბავშვობაში რჩება, რაც ძალიან გამაღიზიანებელია.
ქალისგან ისინი მზრუნველობას გრძნობენ და კიდევ უფრო მეტად დუნდებიან, რაც საბოლოო ჯამში მათ მეორე ნახევრებს ძალიან აღიზიანებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები