ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ტერორი და თავისუფლების უკანონო აღკვეთა – ანა ბაგრატიონ გრუზინსკიმ ჩვენება მოძალადე ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ მისცა.
შვიდსაათიანი გამოკითხვის შემდეგ მან თბილისის სამმართველო ცოტა ხნის წინ დატოვა.
დედოფალი მეფეს თანაცხოვრების პერიოდში მასზე განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ მისი მიზანი დავით ბაგრატიონის პასუხისგებაში მიცემა არ არის.
„ეს ჩემი მიზანი არ არის, დოკუმენტი სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის საქმეში იყო. ჩემი მიზანია სიმართლის დამტკიცება,” – განაცხადა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ.