LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვიშის ქარი ანაკლიაში: მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს

306
89029764-495642377742094-4706507214012022784-n

მას შემდეგ, რაც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შეჩერდა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ქვიშა, რომელიც პორტის მშენებლობის პერიოდში ზღვის ფსკერიდან ამოიღეს, ქარიან ამინდში ჰაერში ტრიალებს და ქვიშით იფარება მთელი სოფელი. მოსახლეობა ამბობს, რომ სპეციალური დამცავი ბადის გარეშე კარ-ფანჯრების ღიად დატოვება არ შეუძლიათ.

ადგილობრივების განმარტებით, საკურორტო ზონა შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს.

ანაკლიის მოსახლეობა შიშობს, რომ პრობლემის დროულად მოუგვარებლობა მათ ერთადერთ შემოსავლის წყაროს დააკარგვინებს. წელს ზაფხულის სეზონზე, დასავლეთ შავიზღვისპირეთის კურორტული ზონა შესაძლოა დამსვენებლების გარეშე დარჩეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ისედაც შემცირებული ტურისტების რიცხვს, კიდევ უფრო შეამცირებს აქ არსებული ქვიშის ქარები.

ეკონომიკის მინისტრი ანაკლიაზე: 2020 წელს უკვე მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის 5 მილიონი კუბი ქვიშა ზღვის ფსკერიდან ამოიღეს და 60 ჰექტარი ჭაობი დაფარეს. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოს მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, მშენებლობა გაურკვეველი ვადითა შეჩერებულია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, მთავრობა ახალი ინვესტორის ძიების პროცესშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები