უბედური შემთხვევა ხობის რაიონში – სოფელ ხორგაში ქვიშით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა და 60 წლამდე მამაკაცი ქვევით მოჰყვა. ის დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
ხობში მერის წარმომადგენელი ყვება, რომ მამაკაცს ხელის ტრაქტორი ჰყავდა, რომელიც ქვიშით ჰქონდა დატვირთული. მისივე ინფორმაციით, ტრაქტორი გადაბრუნდა და მამაკაცი მოიყოლა. მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა მალევე მივიდა ადგილზე, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
გამოძიება უკვე დაწყებულია.