LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვის ხანა: ინდოეთში მსაჯები გალახეს (ვიდეო)

36

ინდოეთში, სამოყვარულო ლიგაში გამართული მატჩი სკანდალით დასრულდა.
ერთ-ერთი გუნდის ფეხბურთელები მსაჯებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფეხბურთელთა, თავდაპირველი მსხვერპლი შეხვედრის მთავარი არბიტრი გახდა, მოგვიანებით კი მისი ასისტენტებიც გაილახნენ.

მსაჯებს გაქცევა და ღობეზე ძრომიალიც მოუხდათ. ფეხბურთელები კი მაინც არ ეშვებოდნენ და ბოლომდე მისდევდნენ.

ფაქტმა ნეგატიური გამოხმაურება ჰპოვა. არაერთი განრისხებული გულშემატკივარი – დამნაშავეთათვის ცხოვრების ბოლომდე ფეხბურთის თამაშის აკრძალვას მოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები