LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვილითაიას ისევ გააქვს, ჭანტურიშვილი ჩემპიონი გახდა

33

ავსტრიაში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი ქვილითაიამ. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლინცის „ლასკთან“ გასვლით შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 56-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 88-ეზე მოედანი დატოვა. „რაპიდმა“ 2:0 მოიგო და 58 ქულით მესამე ადგილზეა. ქვილითაიამ ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა, სულ კი ბუნდესლიგაში 10 გოლი მიითვალა და ბომბარდირებში მე-6 ადგილზეა.

https://www.youtube.com/watch?v=yRCd-2aFwkw

სლოვაკეთში, ვახტანგ ჭანტურიშვილის ტრნავას “სპარტაკი” ოფიციალურად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. “სპარტაკმა” მდევარი “სტრედა” 2:0 დაამარცხა.
სამწუხაროდ, ბოლომდე წარმატებული დღე არ გამოდგა ქართველი ნახევარმცველისთვის, მსაჯმა მეათე წუთზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ის მოედნიდან გააძევა. არადა, ის საერთოდ არ მონაწილეობდა ეპიზოდში და გაოცებული იყო მიღებული გადაწყვეტილებით.
ტრნავას “სპარტაკი” ბოლოს 45 წლის წინ გახდა. თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ და ფეხბურთელებთან ერთად იზეიმეს გამარჯვება.

 

ბელგიაში, გიორგი ჩაკვეტაძის “გენტს” “ანდერლეხტისა” და “ბრიუგეს” დამარცხების შემდეგ, ლამის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე გაუჩნდა პრეტენზია, მაგრამ ბოლო 5 მატჩიდან “გენტმა” 4 წაააგო, 1 ფრედ დაასრულა.
ახლა კი “გენტი” საკუთარ მოედანზე “შარლერუასთან” დამარცხდა (0:1). ჩაკვეტაძე 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, სულ კი ქვეყნის პირველობის 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

 

შვეიცარიაში, მორიგი გამარჯვება მოიპოვა ვაკო გვილიას “ლუცერნმა” და ევროპალიგის საგზურისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს. “ლუგანოს” 2:0 დამარცხებაში თავისი წვლილი გვილიამაც შეიტანა, რომელიც 90 წუთი გაისარჯა.

 

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 38-ე ტურში “სარაგოსამ” მორიგი მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. არაგონელებმა მესამეადგილოსანი ხიხონის “სპორტინგი” შინ 2:1 დაამარცხეს. გიორგი პაპუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლოსკენ შეცვალეს. “სარაგოსა” და პლეი-ოფში თამაშთან ახლოსაა.

“ჟიმნასტიკი” “ნოუ ესტადიზე” “ოსასუნას” დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. ტარაგონელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ.

პოლონეთის ექსტრაკლასაში ლაშა დვალის “პოგონმა” შინ ლუკა ზარანდიას “არკა” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა (3:2). ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ზარანდია ტრავმირებულია.

კიელჩეს “კორონა” საკუთარ მოედანზე “ვისლასთან” 0:3 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ნიკა კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა.

 

ალბანეთში საუცხოო პერიოდი აქვს ირაკლი ძარიას “კუკესის“. ქართველის გუნდი ზედიზედ 9 მატჩი წაუგებელია. ბოლოს, ძარიამ შინ “ლიუშნიას“ 2:1 სძლია.
29 წლის ქართველი ნახევარმცველი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან მიმდინარე სეზონში “კუკესიში“ 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

 

MLS-ში ვაკო ყაზაიშვილის “სან ხოსე“ კრიზისშია. სან ხოსელებს უკვე ზედიზედ 8 მატჩია არ მოუგიათ. განვლილ ტურში ყაზაიშვილის გუნდმა სახლში “პორტლენდთან“ 0:1 წააგო.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები