LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის „რადიკალი მყვირალები“ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარს გაურკვევლობას მატებენ: გრიგორი კარასინი

78
გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია. როგორც მან თქვა, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის დროს განვითარებული მოვლენები, კერძოდ კი, რადიკალურად განწყობილი ძალები, ამ საკითხს კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას მატებს.

კარასინმა ამ თემაზე რუსულენოვან გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა. რუსი დიპლომატის თქმით, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან მუშაობას ონლაინ ფორმატით აგრძელებს.

„საჰაერო მიმოსვლაზე საუბარი ნაადრევია. საქართველოში რადიკალი მყვირალები (გაიხსენეთ ბოლო შემთხვევა ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით) ამ საკითხს მხოლოდ გაურკვევლობას მატებს. ეს იყო სრულიად მახინჯი ინციდენტი, ” – განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, რუსეთი მოწოდებულია, კონსტრუქციული მუშაობა გააგრძელოს, რათა საქართველოსთან 2011 წელს საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ დადებული შეთანხმება მალე ამუშავდეს. რუსმა დიპლომატმა პოზნერის ინციდენტზე საუბრისას პრემიერ, ღარიბაშვილის განცხადებაც ახსენა და ის დადებითად შეაფასა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები