LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ქარი, გზები მოიყინება – როგორი ამინდი იქნება ხვალ

157
gettyimages-469697297

ხვალ, 24 იანვარს, დღის მეორე ნახევარში ამინდი გაუარესდება. დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია ზოგიერთ მოანკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდოს. ამის შესახებ ინფორმაციას გრემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“24 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში) შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ქარი,ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. 25-26 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -3 -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები