“არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება” – ამ სიტყვებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
სოლიდარობას უცხადებენ კოლეგებს კახეთშიც. რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისში განვითარებული მოვლენები მდუმარე აქციით გააპროტესტეს.
ჟურნალისტები თბილისში მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ. ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
აქციას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები უერთდებიან.