LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყნის მართვის მაფიოზური სტილი და საქართველოს 90-იანებში დაბრუნება მიუღებელია“

258
fadi

TBC ბანკის საქმე, ანაკლიის პორტის პროექტი, კორუფცია – ეს იმ საკითხების ნაწილია, რომლის შესახებაც საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩს საქართველოში ინფორმაცია მიაწოდა. ფადი ასლი ამბობს, რომ ყველა მნიშვნელოვან  საკითხსა და პრობლემაზე ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს ქვეყნის გარეთაც მიაწვდის.

„ელჩს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდეთ. საინვესტიციო კლიმატზე, ბიზნეს გარემოზე, სასამართლო სისტემის პრობლემებზე, კორუფციასა და კლანებზე. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ TBC საქმესა და ანაკლიაზე. მივაწოდეთ ჩვენი ინფორმაცია, თუ რა ხდება ამ ყველაფრის მიღმა, თუ როგორ იყენებს ბატონი ივანიშვილი სახელმწიფო სტრუქტურებს იმ ადამიანებზე შურის საძიებლად, ვინც არ მოსწონს, რომ ზიანი მიაყენოს TBC-ის და ანაკლიის პროექტს. გზავნილს მივაწვდით საქართველოს ფარგლებს გარეთაც, რადგან ქვეყნის მართვის ეს მაფიოზური სტილი და საქართველოს 90-იან წლებში დაბრუნება ყოვლად მიუღებელია და ის უნდა შეწყდეს,“ – განაცხადა ფადი ასლიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები