ქვეყნები, საიდანაც 2018 წელს საქართველოს ყველაზე ცოტა საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ცნობილია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ასეთი 4 ქვეყანა გამოიყო, ესენია: ვანუატუ, საფრანგეთის გვიანა, პაპუა ახალი გვინეა და სოლომონის კუნძულები.
აღნიშნული ქვეყნებიდან ჩვენს ქვეყანაში თითო–თითო ვიზიტორი ჩამოვიდა.
ქვეყნების ათეულში, საიდანაც საქართველოში მცირე რაოდენობით ვიზიტორები ჩამოვიდნენ ასევე არიან: პალაუ 3 ვიზიტორით, სენტ ვინსენტი გრენადინები – 4, გვინეა-ბისაუ- 4, კაბო-ვერდე – 4, ჩადი -5, გრენადა -6.
შეგახსენებთ, 2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ადამიანი შეადგინა, რაც ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში.