LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, სადაც სამოგზაუროდ ბანკის გაძარცვა არ დაგჭირდებათ

GI_501789234_HolidayTravelers

ბრიტანული გამოცემა Independent საკუთარ მკითხველს სთავაზობს საინტერესო მიმართულებებს, რომლებიც მათ შეუძლიათ 2019 წელს აღმოაჩინონ და ამისთვის, ბანკის გაძარცვა არ დასჭირდებათ.

გამოცემა იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოგზაურობა მომდევნო წელს საკმაოდ იაფი დაგიჯდებათ.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე იაფ სამოგზაურო ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საქართველოცაა. სიაში ჩვენს ქვეყანასთან ერთად არიან: თურქეთი, კამბოჯა, ტუნისი, პოლონეთი, არგეტინა, ლიეტუვა, ეკვადორი, ალბანეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, სტატიაში მას შემდეგნაირად ახასიათებენ: “სტუმართმოყვარე ადგილობრივები, თოვლით დაფარული მთები, სამზარეულო და სასმელი – ეს ყველაფერი საქართველოს მოგზაურებისთვის შესანიშნავ ადგილად აქცევს”.

Independent-ი ბრიტანელებს რჩევასაც აძლევს და უხნის, თუ როგორ მოხვდნენ საქართველოში მარტივად. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ამაში მათ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways დაეხმარება, რომელიც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები