Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქვეყნები, სადაც კორონავირუსის პირობებში მოგზაურობა ყველაზე უსაფრთხოა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, სადაც კორონავირუსის პირობებში მოგზაურობა ყველაზე უსაფრთხოა

317
brhmds

მაშინ როცა მსოფლიოს დიდი ნაწილი პანდემიის აფეთქებას ებრძოდა, ბევრმა ქვეყანამ ვირუსი ძალიან მარტივად გადაიტანა.

საზღვრების ჩაკეტვამ და მოგზაურობის აკრძალვამ ბევრი ტურისტული დანიშნულება გადაარჩინა და COVID-19–ს გავრცელების საშუალება არ მისცა.

ეს ეხება როგორც ევროპულ, ასევე სხვა შორეულ ლოკაციებსაც, სადაც კორონავირუსის შემთხვევები პანდემიის დასაწყისიდან დღემდე 1000–ს არ აჭარბებს.

ქვეყნები, სადაც კორონავირუსის პირობებში მოგზაურობა ყველაზე უსაფრთხოა:

ბარბადოსი – 92 შემთხვევა

კარიბის კუნძულებზე ფრენები თუ საკრუიზო გემები დროულად აიკრძალა, ამიტომ ვირუსმა გავრცელება ვერ მოასწრო. ბარბადოსს მხოლოდ 92 ინფიცირებული ყავს და ქვეყანაში ჩასულ ყველა ადამიანს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი ელოდება.

ბაჰამის კუნძულები – 102 შემთხვევა

ვირუსის კონტროლი ბაჰამის კუნძულებმაც შეძლო და თან ტურისტული სეზონის გახსნაც ძალიან უნდა. რამდენიმე კურორტი 1 ივლისიდან ამუშავებდა, თუმცა ფრენების აღდგენის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

კუნძული მენი – 336 შემთხვევა

გაერთიანებული სამეფოს გვირგვინის მიწამ, ბრიტანეთთან შედარებით სიტუაციის კონტროლი შეძლო. სულ 336 ადამიანი დაავადდა და ამ დროისთვის ყველა გამოჯანმრთელებულია.

კუნძულზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, ადგილობრივებს სახლის დატოვება დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ისიც საპატიო მიზეზით შეუძლიათ.

მალტა – 625 შემთხვევა

პატარა ევროპულმა კუნძულმა სიტუაციის კონტროლი სწრაფი რეაგირების დამსახურებით შეძლო. პირველივე ინფიცირების შემდეგ მალტამ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი შემოიღო.

ფრენები აიკრძალა და მათი აღდგენა მხოლოდ ივლისში იგეგმება.

კვიპროსი – 958 შემთხვევა

ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, კვიპროსში ყველა ინფიცირებული გამოჯანმრთელდა და ახალი შემთხვევებიც არ დაფიქსირებულა.

მარტის შუა რიცხვებიდან მკაცრი კარანტინი გამოცხადდა და ხალხს გარეთ გასვლა მხოლოდ სპეციალური საშვით შეეძლო.

კვიპროსის აეროპორტები შემდეგი კვირიდან იხსნება და ივლისიდან ტურისტების მიღებაც იგეგმება.