ვიდრე საქართველოს მოსახლეობა ვაქცინაციის დაწყებას ელის და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ როდის შემოვა ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზები, სხვა ქვეყნებში სამედიცინო ტურიზმი ყვავის.
ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან ინდოეთის ტურ-ოპერატორებმა მოსახლეობას ინოვაციური პაკეტი შესთავაზეს – ტურისტებს ნიუ-იორკში გამგზავრება და იქ „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთება შეეძლოთ, რომლის ღირებულებაც ტურის ფასში შედიოდა. სტუმრები ქალაქში ჩასვლის შემდეგ გარკვეულ პერიოდს იზოლაციაში იმყოფებოდნენ და ვაქცინაციის რიგს ელოდნენ, აცრის შემდეგ კი ქალაქის დათვალიერების საშუალება ეძლეოდათ. მალევე აღნიშნული მიზნით ინდოელმა ტურ-ოპერატორებმა რუსეთის მიმართულების ტურებიც დაამატეს, სადაც მსურველები „სპუტნიკის“ ვაქცინით იცრებოდნენ. ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 1777$-ს შეადგენს.
ვაქცინაციის უამრავი მსურველი მიაწყდა ფლორიდის შტატს, რომლის გუბერნატორმაც ბრძანებაში ვაქცინის მიღების პრიორიტეტულ ჯგუფად 65 წელზე უფროსი ადამიანები დაასახელა, თუმცა დოკუმენტში არსადაა მითითებული, რომ ისინი აუცილებლად ფლორიდის შტატში უნდა ცხოვრობდნენ ან რეგისტრირებულნი იყვნენ. სწორედ ამიტომ, ფლორიდან უამრავი ადამიანი მიაწყდა სხვა შტატებიდან და თუ „ენ ბი სის“ ვენდობით, არგენტინიდან და ბრაზილიიდანაც.
ადამიანები ვაქცინის დოზების მისაღებად მასიურად მიემგზავრებიან ისრაელშიც, რომელიც ვაქცინაციის კუთხით მსოფლიოს ლიდერი გახლავთ. ისრაელის მიმართულებაზე განსაკუთრებით ნაყოფიერად ერთ-ერთი ფლორიდული სააგენტო მუშაობს, რომელიც ვაქცინაციის შესაძლებლობას 65 წელზე უმ,ცროს ადამიანებს სთავაზობს.
სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, მათი კლიენტები ისრაელში გამგზავრებისა და ათდღიანი კარანტინის გავლის შემდეგ ვაქცინაციის ცენტრებს აკითხავენ, სადაც დღის ბოლოს ყოველთვის არის მორჩენილი ზედმეტი დოზები. ამ დოზების გაფუჭება არავის უნდა, ამიტომ ცენტრის თანამშრომლები პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩაში გამოდიან და მსურველებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ.
ვაქცინის მისაღებად ადამიანები მიემგზავრებიან ემირატებშიც, განსაკუთრებულად პოპულარული მიმართულება კი დუბაი გახლავთ, სადაც ერთწლიანი სამუშაო ნებართვის აღება თითქმის ყველას შეუძლია. იმის გათვალისწინებით, რომ ემირატების მთავრობა ქვეყნის ყველა რეზიდენტის აცრას გეგმავს ახალი კროოანვირუსის საწინააღდმეგო ვაქცინით, ადვილი მისახვედრია, თუ რატომ ირჩევს დუბაის უამრავი ადამიანი…