LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, რომლის ნახვაც 2019 წლის ბოლომდე უნდა მოასწროთ – სიაში საქართველოცაა

231
travelling-with-your-couple-to-romantic-destinations

5 კილომეტრი სიგრძის სანაპირო ზოლი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სულ მცირე 48 ძეგლი – ეს ის მაჩვენებლებია, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტებმა ესპანეთი 2019 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებად დაასახელეს.

ექსპერტებს ესპანეთის სასარგებლოდ სხვა არგუმენტებიც ჰქონდათ, მათ შორის ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორებიცაა: თვითონ ქალაქი ბარსელონა და აქ არსებული ცნობილი Sagrada Familia, მადრიდი თავისი PRADO-ს მუზეუმით, კოსტა დელ სოლის რეგიონი თბილი, მიმზიდველი პლაჟებით და სხვა..

რაც შეეხება ტოპ-5-ში მოხვედრილ სხვა ქვეყნებს, რომლებიც 2019 წელს უნდა ნახოთ, არიან: საფრანგეთი, გერმანია, იაპოანია და შეერთებული შტატები.

იდეალური ადგილები, სადაც მარტში მოგზაურობას გვირჩევენ

მარდი გრა, ფორთოხლებით ბრძოლა და სხვა ფესტივალები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ

აღსანიშნავია, რომ ექსპერტებმა ტურისტული თვალსაზრისით ქვეყნების შეფასებისას 90 კრიტერიუმი გამოიყენეს, მათ შორისაა: ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოებისა და მდგრადი ტურიზმის სფეროში განხორციელებული ინიციატივები, ასევე კულტურის მდგომარეობა, საბინაო ბაზარი და ფასების თანაფარდობა შეთავაზებული მომსახურების ხარისხთან. საერთო ჯამში, კვლევაში 140 ქვეყანა მონაწილეობდა. რეიტინგიში საქართველო 68-ე ადგილზე იმყოფება, მეზობელი სომხეთი 79-ე პოზიციაზეა, 78-ეზე კი ჩვენი მეგობარი უკრაინაა.