LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში უკვე 273 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

88
A2A0763-e1474264894374

საქართველოში, ჯამში, 273 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. რაც შეეხება მოსავალს ცალკეული რეგიონების მიხედვით, 16 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 2100 ტონა ყურძენია გადამუშავებული. ინფორმაციას ღვინის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

კახეთში ამ ეტაპზე 270 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. რთველი კახეთში დასკვნით ეტაპზეა. 1000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული ქართლში, იმერეთსა და ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში.

მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდა. სუბსიდიას იღებს ღვინის კომპანია, რომელმაც შეისყიდა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხადა არანაკლებ 0,80 ლარი. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები