ქვეყანაში საწვავის ფასი ისევ გაიზარდა. დღევანდელი მონაცემებით, საწვავის ღირებულებამ საშუალოდ 4 თეთრით მოიმატა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე გაზრდილი ფასია, რაც პლატსზე საწვავის ფასებზე ახდენს გავლენას და ეს ქართულ ბაზარზეც აისახება.
„ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე დღეს საწვავის ფასი, დაახლოებით, 4 თეთრით გაიზარდა, არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე კი, საწვავი კიდევ უფრო მეტად არის გაძვირებული“, – აცხადებს ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.
ინფორმაციისთვის, 2021 წლის 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 84.38 (+ 0.06) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 83,57 (+ 0,76) დოლარი/ბარელზე.