LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა

1894
transportimarshutka-2019-03-06-BRLNdRo3Na

დღეს, ქვეყანაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა მიმართულებების გარკვეულ ნაწილზე ტარიფები გაიზარდა. როგორც დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე ამბობს, მგზავრობის საფასურის ზრდა 10%-ის ფარგლებში მოხდა და ისიც მხოლოდ შორ მიმართულებებს შეეხო.

,,მგზავრობის ღირებულება ნამდვილად მომატებულია რიგ მიმართულებებზე, მძღოლების მოთხოვნით. ყველა გაზრდილი ტარიფი შორ რეისებზეა, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს არსებულმა შეზღუდვებმა მძღოლებს პრობლემები შეუქმნათ, საუბარია მგზავრების გადაყვანის რაოდენობაზე, რადგან კომენდანტის საათის გამო გადამყვანები შეზღუდულები არიან დროში. ფაქტობრივად, ჩვენ 16:30 საათიდან დასავლეთის მიმართულებით გასვლას ვწყვეტთ, რაც ამცირებს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას და შესაბამიასდ შემოსავალსაც“, – განმარტა ნესტორ მიქატაძემ.

მისივე ინფორმაციით, რაც შეეხება თბილისთან ახლო მდებარე რაიონებსა და სოფლებს, აქ მგზავრობის ტარიფი არ შეცვლილა და იგივე დარჩა. დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ როდესაც ყველაფერი კალაპოტში ჩადგება, ტარიფები თავის ნიშნულს დაუბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები