ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 216.3 ლარი იყო, ოქტომბერში კი, ეს მაჩვენებელი შვიდი ლარითა და 90 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 224.2 ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციითვე, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 6.9 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 198.5 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს, რომელიც შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.