Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ამ ქვეყანაში ქალებზე ძალადობა უნდა დასრულდეს – ხაზარაძე ბესელიას სოლიდარობას უცხადებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ქვეყანაში ქალებზე ძალადობა უნდა დასრულდეს – ხაზარაძე ბესელიას სოლიდარობას უცხადებს

185
mamuka

“ყველა ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ქალებზე ძალადობა. არ იგულისხმება მარტო შანტაჟი” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა ,,რეაქციის” ეთერში ისაუბრა.

“თუნდაც ის ფაქტი, რაც დღეს მოვისმინეთ, ეს არანაირ კაცურ, არანაირ ქართულ საქციელში არ ეწერება, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ პარლამენტიდან. ქალის მიმართ დამოკიდებულებაში არ ეწერება და, საერთოდ, ეს ამ ხელისუფლების ხელწერაა, რომელიც გადმოიღო ძალიან კარგად წინა ხელისუფლებისგან. ეს ნიშნავს, რომ არაფერი არ განადგურებულა და ყველაფერი მათ ხელშია”, – განაცხადა ხაზარაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მირანდა ერემაძის მოსმენის დროს პარლამენტში დაპირისპირება მოხდა. ვანო ზარდიაშვილმა სხდომაზე ეკა ბესელიას მორალი ახსენა.

ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის შელაპარაკების შემდეგ, ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.

ივანიშვილმა მითხრა, გაჩერდი, თორემ ვერ დაგიცავო – ეკა ბესელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები