LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში მუშახელის დეფიციტია: „საშუალოდ, მუშახელი სოფლის მეურნეობაში იღებს დღეში 50 ლარს, თუ არა 80 ლარს“

212
245972238

საქართველოში მუშახელის დეფიციტია. საკითხზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოდგილემ პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. როგორც გიორგი ხანიშვილმა თქვა,  სოფლის მეურნეობაში ჩვეულებრივ, რიგით მუშახელზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.

„საშუალოდ მუშახელი სოფლის მეურნეობაში იღებს დღეში 50 ლარს, თუ არა 70 და 80 ლარს. საუბარია ჩვეულებრივ მუშახელზე და არა რაიმე განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე. გაიზარდა მოთხოვნა ოპერატორებზე, ტრაქტორისტებზე… ჩვეულებრივი, ყოველდღიური მომენტია მუშახელის ნაკლებობა“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, ეს თემა არის რეალობა. „ახლა დავდივარ კახეთში, ატამთან დაკავშირებით და მუშახელის სერიოზული პრობლემაა. გაჭირვებაა მუშახელზე ლურჯი მოცვის დასაკრეფად და ა.შ. ეს გამოავლინა კოვიდმაც და ეკონომიკის განვითარებამაც“, – დასძინა გიორგი ხანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები