LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა

78
d5d0732b9af5f673bd1a59c8b6a9f00e

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარსექტემბერში გაცემულია 6975 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,6 პროცენტით ნაკლები) 3925,3 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30,2 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 76,7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 10,2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 7,0 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე და 6,7 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარსექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 27,3 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 10,1 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე, ხოლო 9,8 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

სულ, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1195,4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 37,9 პროცენტით ნაკლები) 1445 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 19,8 პროცენტით ნაკლები).

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები