LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება: მეზვრიშვილი

138
mezvrishvili

გაზრდილი კორონავირუსის შემთხვევების მიუხედავად ქვეყანაში შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები იგეგმება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება, შესრულდეს, რაც ვისურის გავრცელებას მკვეთრად შეუშლის ხელს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, დავიცვათ ბალანსი, ერთი მხრივ დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მეორე მხრივ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, რათა პოსტკრიზისულ პერიოდში შევინარჩუნოთ სწრაფი აღდგენის რესურსი. ამ მხრივ პოზიტიური ტენდენციები გვქონდა და მაქსიმალურად ვცდილობთ შენარჩუნებას. მოგეხსენებათ, გასულ კვირას გაიმართა პრემიერის შეხვედრები მსხვილ დამსაქმებლებთან, ასოციაციებთან, აქ იყო როგორც საშუალო, ისე მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ამ შეხვედრებზე ერთხმად ითქვა, რომ სწორედ ბალანსის დაცვა მოგვცემს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ელემენტარული წესების დაცვით, პირბადის ტარებით და დისტანციის დაცვით“, – განაცადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის განმარტებით, წინასაარჩევნო კამპანიის მიზნით შეკრებას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან ქვეყანაში მნიშვნელოვანი არჩევნები იგეგმება.

„ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით. მთავარია, რომ პოლიტიკოსებმა და ადამიანებმა პასუხისმგებლობა გაიზიარონ და შეხვედრები წესების დაცვით გამართონ“ – განმარტა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1872 შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები