ქვეყანაში 60%-ით გაიზარდა ჰიბრიდული მანქანების შემოყვანა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრმა ავტომობილებზე, ასევე თამბაქოსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილებასა და მის შედეგებზე ისაუბრა.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, ამ მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები მნიშვნელოვანი ფაქტი და სწორი გზა იყო.
ამასთან, თამბაქოს ნაწილზე საუბრისას, ბახტაძემ აღნიშნა, რომ თამბაქომ გავლენა მოახდინა იმ საერთო ინფლაციაზე, რომელიც ქვეყანაში დაფიქსირდა.