LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში გაზრდილია მობილობა, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ არამიზნობრივი გადაადგილებისგან: ტიკარაძე

89
FORTUNA.GE- (2)

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას და მედიას სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, გაიზარდა მობილობა, რაც ვირუსის შემთხვევების მატების რისკს ზრდის.

მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ არამიზნობრივი გადაადგილებისგან:

“შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ჩვენ ვაკვირდებით, რომ გაზრდილია მობილობა ქვეყანაში, თუმცა ასევე შრომითი ინსპექცია მაქსიმალურად ცდილობს, რომ თითოეულ ობიექტზე დაცული იყოს ყველა წესი. აქედან გამომდინარე, მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის ზრდის და სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ არამიზნობრივი მობილობისგან და მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისთვის მოხდეს მათი გადაადგილება.” – განაცხადა ტიკარაძემ.

პანდემიის პირველი ტალღის შეკავება დრამატული შედეგების გარეშე შევძელით.. წინასწარ მიღებული ზომების შედეგია, რომ სისტემა ინარჩუნებს მდგრადობას: ტიკარაძე

საქართველოს ვაქცინაში 16 მილიონი ლარი უკვე გადახდილი აქვს – ჯერ არ არის გადაწყვეტილი რომელი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში: ტიკარაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები