LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში დაუნდობელი წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს: პაატა ზაქარეიშვილი

89
cms-image-000012701

თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 დღით ადრე ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და მოსალოდნელ პროგნოზებზე ილაპარაკა.

ზაქარეიშვილის სიტყვებით, „ქვეყანაში დაუნდობელი წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს“.

„ჩემი წინასწარი პროგნოზია, რომ „ქართული ოცნება“ გაიფორმებს გამარჯვებას. შეიძლება 43%-იც კი დაიწეროს.. იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ 40%-ს აიღებს, აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი ალალი ხმები მხოლოდ 25 პროცენტია“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

IPSOS-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ თუ გიორგი გახარიამ 9% აიღო, ეს საკმაოდ დიდი წარმატება იქნება მისთვის.

„მას რეალურად სჭირდება ნახოს რამდენად პოპულარულია, რათა მოემზადოს შემდეგი არჩევნებისათვის. პირველ რიგში ის ხმებს წაართმევს „ქართულ ოცნებას“. სხვათაშორის, როდესაც გახარიას ხმები დათვალეს, მმართველ გუნდში ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება გამოსულიყვნენ შარლ მიშელის შეთანხმებიდან.

გარდა ამისა, გახარია ხმებს ართმევს ე.წ მესამე ძალის პოლიტიკურ პარტიებს, როგორიცაა „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“. ისეთ პარტიებს რომლებიც პირდაპირ კავშირში არ არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ძალიან მცირე ხმებს აიღებს „ნაციონალური მოძრაობიდან“, მათგან ვინც პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეები არიან. შეიძლება ამ პროცესში სამეგრელოს  ფაქტორმა იმუშაოს, მაგრამ ძირითადად ხმებს აიღებს „ქართული ოცნებიდან“ და ეს იქნება მესამე ძალის რეალობა. ის შეიძლება ანგარიშგასაწევი მესამე ძალა აღმოჩნდეს პარლამენტში“,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.