LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში დამატებით 1 მზისა და 4 ჰიდროელექტროსადგური აშენდება

65
60b4a23b3def2

საქართველოში დამატებით ახალი ჰესები აშენდება – საუბარია 1 მზის ელექტროსადგურსა და 4 ჰიდროელექტროსადგურზე. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გუშინ გამოსცა.

მთავრობის ცნობითვე, ხუთივე სადგურის მშენებლობისთვის, ჯამში 15 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციაა გათვალისწინებული.

რაც შეეხება ახალი ჰესების მდებარეობას, მზის ელექტროსადგურის მშენებლობა შიდა ქართლშია დაგეგმილი, ხოლო 4 ჰიდროელექტროსადგური ქვემო ქართლის რეგიონში განთავსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები