LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ქვეყანაში ბევრი რთული და კომპლექსური გამოწვევაა, სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი: შარლ მიშელი

199
sharl-misheli

ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი გვქონდა. მთავარი გზავნილი არის შემდეგი: ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ამ ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, კოვიდ 19, უსაფრთხოება, სტაბილურობა – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც უნდა გადაილახოს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი და დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ როცა ყველა მონაწილეს ვკითხე, არიან თუ არა მზად დიალოგისთვის, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი, მათი პასუხი იყო „კი“. ეს არის კარგი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური მცდელობის მხარდაჭერას,“ – განაცხადა შარლ მიშელმა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა. შეგახსენებთ, მხარეებს შორის დიალოგი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით შედგა.ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, “დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე”. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მზადყოფნა გამოთქვა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები