LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანას 80 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს: საქართველომ რუსულ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო

140
0a61ba41997db7da6c85da979d9735b4

რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია „ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო. რუსული მედიის ინფორმაციით, სტოკჰოლმის არბიტრაჟმა ქართულ მხარეს რუსული კომპანიისთვის 80 მლნ დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა. საჩივარი “ინტერ რაოს“ შვილობილმა კომპანიებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში თბილისის ენერგოგამანაწილებელ ქსელს და ელექტროსადგურებს „ხარმიჰესს“ და „ხარმიჰესი-2“-ს ფლობენ.

დავის შინაარსი საკურსო სხვაობით მიყენებულ ზარალს უკავშირდება. კომპანია დავობდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალიც, თუმცა, საქართველომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რუსულ კომპანიაში ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობის არაერთმა გადაწყვეტილებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მათ ინვესტიციებზე.

საქართველოს მთავრობა ფაქტს ადასტურებს. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები