LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაა თუ ბეღელი?! – დიაკონი ირაკლი

397
45313734_1833095073455047_1528347684031692800_n

დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა ლევან ვასაძის და ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ განცხადებებს ეხმიანება.

“ახლა მოვუსმინე ლევან ვასაძის გამოსვლას და გაოგნებული ვარ რამდენიმე გარემოების გამო: ერთი, რომ ამ შეკრებას, სამარცხვინოდ, სასულიერო პირები ესწრებოდნენ და მასთან ერთად ხითხიდებდნენ და ტაშს უკრავდნენ ყველა მის აგრესიულ და სიძულვილის ენით მოწოდებულ იდეებს; კიდევ უფრო სამწუხარო, რომ ამ ადამიანის იდეებთან ასე ახლო დგას საქართველოს ეკლესიის ცენტრალური მმართველობა და რიგი ეპისკოპოსები. 

საპატრიარქოს კარის თამაშები - ბრძოლა ტრადიციების სახელით

რუსული კვალი ბოლო დღეების მოვლენათა ქრონოლოგიაში.

მეორე იმით ვარ შეშფოთებული, როგორც მოქალაქე ამ ბედკრული საქართველოსი, რომ ადამიანი ასე საჯაროდ აგრეულობას, დესტრუქციულ ქმედებებს, დაუმორჩილებლობას კანონისა და პოლიციის მიმართ აცხადებდეს, ქმნიდეს რაღაც გაურკვეველ დაჯგუფებებს სახელმწიფო აპარატის წინააღმდეგ, რითად საფრთხის ქვეშ აყანებდეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, და ეს ადამიანი, ან უფრო არაადამიანი, კიდევ გარეთ იყოს და არ იყოს მიცემული სამართლებლივ პასუხისმგებლობას… ქვეყანაა თუ ბეღელი?!

P.S. არც მეორე, დაპირისპირებული მხარე მგონია ანგელოზი. ორივე მხარის მამონა კი ფული მგონია. ხოლო როგორც ერთი ფსიქოლოგი იტყოდა, „თავი დაანებეთ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების რეალობად გასაღებას”- წერს სოციალურ ქსელში დიაკონი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები