„თქვენ არაფერი შეიმჩნიოთ, დიდება პრემიერს იძახეთ და სადმე, რომელიმე მონაკვეთზე არ გამოგვეცალოს გზა ფეხქვეშ მხოლოდ ამაზე ვფიქრობ როგორც კი მანქანაში ვჯდები“, – წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ა/პ „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი, რითაც ონის მუნიციპალიტეტში გზის ჩამოშლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:
ფოტო/ვიდეო: „ონის მიმართულებით გზა ისევ ჩამოიშალა – მოძრაობა ისევ პარალიზებულია“ – მოქალაქე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე ნოდარ ბურდილაძე წერს და შესაბამის ფოტო/ვიდეო მასალას ავრცელებს.
„ქვეყანა, სადაც ყველაფერი გაუფასურებულია. ფაქტი, არგუმენტი, მტკიცებულება. სადაც ყველაფერი „შენ რომ გუშინ გრძელი ცხვირი გქონდათი“ იზომება.
მრავალ მილიარდიანი გზების მშენებლობის პროექტებზე ყველა წინასწარ განჭვრეტადი უბედურება ერთად რომ გვემართება, კითხვებს დასვამ და მაშინვე სვავებივით შემოგივარდებიან ოჯახის სიწმინდის /LGBTQ და მოღალატის ძახილით. ხოდა, მაგ წმინდა ოჯახებსაც შეიძლება გამოეცალოთ ფეხქვეშ მიწა და გზატკეცილი“. – წერს თინა ხიდაშელი.