სლოვაკეთში 10 მარტის შემდეგ, პირველად 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა, – ეს განცხადება ბრიფინგზე მთავრობის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ინფორმაციას კი Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 5.5 მილიონს შეადგენს, კორონავირუსის სულ 1 455 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 26 ადამიანი, 919 კი გამოჯანმრთელდა.
სლოვაკეთს მის მეზობლებთან შედარებით ვირუსის ნაკლები შემთხვევები აქვს. ქვეყანამ სწრაფად იმოქმედა და ვირუსის შესაკავებლად ზომები მიიღო. სლოვაკეთი ერთერთი პირველი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელმაც საერთაშორისო მოგზაურობა აკრძალა, საზღვარგარეთიდან დაბრუნებულებისთვის 14-დღიანი კარანტინი დააწესა, საჯარო სივრცეებში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა.
6 მაისს სლოვაკეთში მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნების ტერასები, სალონები და სხვა ბიზნესები გაიხსნა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამიერიდან დამსწრეთ მცირე რიცხვით დაშვებულია რელიგიური მსახურებები და ქორწილები.
პერმიერმინისტრ იგორ მატოვიკის განცხადებით, 20 მაისიდან სავაჭრო ცენტრები, თეატრები და კინოთეატრები გაიხსნება.