LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა, სადაც „კოვიდ-19“ სავარაუდოდ, აგვისტოში უკვე აღარ იქნება

1031
BeFunky-collage (32)

ბრიტანეთში ვაქცინაციაზე პასუხისმგებელი ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ცირკულაცია დიდი ალბათობით, აგვისტოში შეწყდება. კლივ დიქსმა აღნიშნული განცხადება „დეილი ტელეგრაფთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.

როგორც დიქსი აღნიშნავს, ამის თქმის საფუძველს იმუნიზაციის პროცესის აქტიურად მიმდინარეობა  იძლევა. კერძოდ, მისი განცხადებით, დიდი ბრიტანეთში ივლისის ბოლოს მოქალაქეთა უმეტესობა უკვე იქნება აცრილი მინიმუმ ერთი დოზით.

ბოლო მონაცემებით, დიდი ბრიტანეთში მოქალაქეებს 51 მილიონი ვაქცინა გაუკეთეს.

ცნობისთვის, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი 12 აპრილს დაიწყო. შეზღუდვების შემსუბუქება შეეხო მაღაზიებს, რომლებიც პირველადი საჭიროების საგნებით არ ვაჭრობენ, ასევე სილამაზის სალონებსა და სპორტულ დარბაზებს.

ბრიტანეთში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგი ეტაპი 17 მაისს უნდა დაიწყოს.

ამავე დროს, ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, შესაძლებლობის შემთხვევაში, გააგრძელონ მუშაობა შინიდან და შეამცირონ მოგზაურობა ქვეყნის მასშტაბით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები