დედაქალაქის მერი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარ მოქალაქეებს მანქანიდან შუა თითი უჩვენა, დღეს მათ ნაციონალური მოძრაობის წევრები უწოდა. კალაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პარლამენტის წინ აქციებს მხოლოდ ნაციონალები მართავენ. არადა, მინიმუმ ერთხელ მაინც თუ შეხედავთ ნებისმიერ საინფორმაციო გამოშვებას, ნახავთ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, სამოქალაქო სექტორი და რიგითი მოქალაქეები რუსთაველზე პროპორციული სისტემის ჩაგდებას აპროტესტებენ.
“მე ვისაც ვუჩვენებ შუა თითს მან ეს ძალიან კარგად იცის,-“ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სოციალურ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ აჩვენებს მანქანიდან შუა თითს. კახი კალაძემ აღნიშნა, რომ თავშეკავებით არ გამოირჩევა და თითი მეგობარს უჩვენა. “ეგ ვიდეო მეც ვნახე და არ ვიცი რა დავარქვა. დავარქმევდი სამარცხვინოების უმაღლეს მწვერვალს და წერტილს. ეს არის […]
მე ვისაც ვუჩვენებ შუა თითს მან ეს ძალიან კარგად იცის - კახა კალაძე
კალაძის გამოსვლას ოპოზიცია მწვავე კრიტიკით შეხვდა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი პროტესტს კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს.
„ვუსმინე ახლა კალაძის, ივანიშვილის ორდენის გამორჩეული რაინდის გამოსვლას. გადაგაგდეთ, მაგრამ მერე რაო. თან იმეორებენ, არც ერთ არჩევნებში არ გვეშინია არაფრისო, თან ამბობენ, რომ აი, დავითვალეთ, ვაგებდით და ამიტომ აღარ მივიღეთ პროპორციულიო. ეს ბრაზის ლეგიტიმურობა არსად გაქრება,
გადაიზრდება უფრო მწვავე პროტესტში და ახლო მომავალში დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის მარცხით“, – აღნიშნა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მერის განცხადება უტიფრობაა.
"2020 წელს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, როგორც აქამდე ტარდებოდა უკანაკსნელი სამი ათწლეულის განმავლობაში" - კახი კალაძე.
პროტესტის მიუხედავად, 2020 წლის არჩევნები კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება
“მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ის და მისი ბატონი შეშინებულები არიან. კარგად ესმით, რომ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანეს. ამ კრიზისიდან გამოსავალია მხოლოდ იმ მოთხოვნების შესრულება, რაც ოპოზიციამ ერთობლივად დააყენა,
მთავრობის გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დროებითი მთავრობის დაკომპლექტება”.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისით მთელი მსოფლიო “გადარეულია”.
„შექმენით ქვეყანაში მასშტაბური პოლიტიკური კრიზისი, რომელზეც არა მხოლოდ საქართველო, არამედ დემოკრატიული მსოფლიო არის გადარეული, ეს არის მოსაგვარებელი. პროპორციული არჩევნები, რომელიც იყო ოპოზიციის მოთხოვნა და ბიძინა ივანიშვილის დაპირება, ეს არის შეუსრულებელი. ნაცვლად იმისა, რომ ამ დაპირების შესრულების ვარიანტებზე მუშაობდეთ, ამასაც ჩვენ ვაკეთებთ, ოპოზიცია და გთავაზობთ გერმანულ მოდელს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.