LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა ისე იხსნება რომ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა გაურკვეველია, რა არის გამოსავალი, რომ „ისპანკა 1918-1920“ არ განმეორდეს საქართველოში? – გიორგი კავკასიძე

237
giorgikavkasidze2025-2021-02-24-09-39-46-818882

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი კავკასიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის გარეშე, ქვეყნის გახსნა საშიშია და იგივე პირობებში აღმოვჩნდებით, როგორიც მსოფლიოში სუფევდა „ისპანკას“ პანდემიისას მე-20 საუკუნის დასაწყისში.

ქვეყანა ისე იხსნება რომ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა გაურკვეველია. ფაქტობრივად ჩვენ იგივე პირობებში აღმოვჩნდით, როგორიც მსოფლიოში სუფევდა „ისპანკას“ პანდემიისას მე-20 საუკუნის დასაწყისში. ერთი საუკუნის წინ მსოფლიოს არ ჰქონდა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, დღეს ჩვენ არ გვაქვს SARS-CoV-2 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. რა შედეგები მოუტანა „ისპანკას“ უვაქცინობამ მსოფლიოს – ცნობილია. ჩვენ არ გვინდა რომ იგივე განმეორდეს საქართველოში.

რა არის გამოსავალი რომ „ისპანკა 1918-1920“ არ განმეორდეს საქართველოში?

ორი გზა არსებობს.
1. ვირუსის გავრცელების გაზრდის გამო ქვეყნის კიდევ ერთხელ „ჩაკეტვა“ რაც საბოლოოდ დააქცევს და დაასამარებს ისედაც მომაკვდავ ეკონომიკას.
2. ვაქცინის შემოტანა და მოსახლეობის სწრაფი ვაქცინაცია.

პრაქტიკამ აჩვენა რომ არსებული ვაქცინების (Pfizer/BioNTek, Moderna, Astrazeneca/Oxford) ერთი ინექციაც კი მნიშველოვნად ამცირებს ვირუსით ინფიცირების და/ან ინფიცირებულების დამძიმების ალბათობას. ამიტომ დიდმა ბრიტანეთმა გაზარდა ინტერვალი პირველ და მეორე ინექციების შორის 30 დღიდან 90 დღემდე. ამით გაზარდა ვაქცინაციის ტემპი და უკვე 450 ათას ადამიანს ცრის დღეში. იგივეს გაკეთება შეგვიძლია, თუ შემოვა ვაქცინა – სწრაფი ტემპით მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობის აცრა.

საქართველოში ვაქცინაციის პრიობლემა არ მხოლოდ ვაქცინის „შოვნაა“ არამედ შემოტანის შემდეგ ვაქცინის დასაწყოება-დისტრიბუცია-აცრების ორგანიზება. ევროპამ 2020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის დაგეგმილი ვაქცინაციისათვის მზადება ოქტომბერის დასაწყისში დაიწყო. ჩვენმა მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა 21 იანვარს დაამტკიცა. იმ იმედით რომ თებერვალში ვაქცინა გვექნებოდა (!).

ეს გეგმაც არ არის სრულყოფილი და ვერ პასუხობს გამოწვევებს. რადგან იმ შესასრულებელი ღონისძიებებიდან რომლებიც ჩამოთვლილია ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში, არ არის მითითებული ამ ღონისძიებების შესრულების ვადები, ორგანიზაციები რომლებიც პასუხისმგებელი არიან თითოეული ღინისძიების შესრულებაზე და არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი, როგორ სრულდება გეგმით გათვალისწინებული სამზადისი. ეს გეგმა დასახვეწია და ხელმეორედ არის დასამტკიცებელი.

რაც შეეხება ვაქცინის შემოტანას და ხელმისაწვდომობას. ფაქტია რომ ხელისუფლების არასწორი სტრატეგიის გამო საქართველო არ აღმოჩნდა იმ 100-ზე მეტი სახელმწიფოს სიაში, რომლებმაც დაიწყეს ვაქცინაცია.
ამ სიტუაციის სასწრაფოდ გამოსწორების გზა მგონია სახელმწიფო ტენდერის გამოცხადება სამივე მწარმოებლის ვაქცინაზე – მაგალითად Pfizer-ის ვაქცინის 330 ათას დოზაზე, Modernas-ს ვაქცინის 330 ათას დოზაზე, AZ/Oxford ვაქცინის 330 ათას დოზაზე. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მომწოდებლებს უნდა ჰქონდეთ მწარმოებლის ავტორიზაცია. სატენდერო საწყისი ფასი უნდა იყოს საბაზრო ფასის მაღალ ნიშნულზე, რათა „ვინმე“ დაინტერესდეს ტენდერში მონაწილეობაზე.

თუ ერთი დოზის სატენდერო ფასი 20$ იქნება, უახლოეს დროში დაახლოებით 20 მილიონ დოლარად მინიმუმ 500 ათასი ადამიანის ასაცრელად საკმარისი ვაქცინის შემოტანის შანსი გაგვიჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები