LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა: კულუმბეგოვი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს

480
კულუმბეგოვი

“ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა და შემთხვევების მატებას სამედიცინო სექტორი ვეღარ გაუძლებს” – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მაინც მოუწევს შეზღუდვების შემოღება, რადგან რაციონალური შეზღუდვები აუცილებლად შემოსაღებია.

“ჩვენ არ ვამბობთ ტოტალური ლოკდაუნის გამოცხადებას და ყველაფრის დაკეტვას, როგორც იყო 2020 წლის გაზაფხულზე” – აცხადებს კულუმბეგოვი.

როგორც იმუნოლოგი აცხადებს, თუ ეს იქნება დროზე გაკეთებული, ამით გადარჩება ბევრი ადამიანის სიცოცხლე.

შეიძლება 10 დღე 2 კვირა თუ შემთხვევები გაიზარდა გაუძლოს, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებს ეს ქვეყანა,” – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.