LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვემო ნიქოზში ამერიკული ჯიშის პომიდორი მოჰყავთ

616

ქვემო ნიქოზში ამერიკული ჯიშის პომიდვრის, ”ბიგ ბიფის” პირველ მოსავალს ელოდებიან.

როგორც ”ფორტუნას” ამხანაგობა ”საძმოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვლადიმერ მარიამიძემ განუცხადა, მოსავალს მაისის ბოლოს-ივნისის შუა რიცხვებში ელიან, პროდუქციის რეალიზაციას კი მცირე მარკეტებსა და ბაზრებში გეგმავენ.

”დაახლოებთ 2-დან 3 ტონამდე მოსავალს ველოდებით. ათასი ძირი პომიდორი გვაქვს დარგული და სავარაუდოდ, თითო ძირი 3 კილომდე მოსავალს იძლევა. რაც შეეხება ფასებს, მათ ბაზარი კარნახობს, თუმცა  ისინი იქნება კონკურენტუნარიანი”, – აღნიშნა მარიამიძემ.

მისივე ინფორმაციით, ”ბიგ ბიფის” ჯიში ქართულ ბაზარზე სიახლეს წარმოადგენს და მისი რეალიზება ჩვენთან 2 წელია ხორციელდება.

”ამერიკული პომიდორი არის წითელი შეფერილობის და საკმაოდ მოზრდილი ზომის. ”ბიგ ბიფი” სასათბურე ჯიშია და თუ კარგად მოუვლი, მოსავალს იქამდე იძლევა, ვიდრე ძლიერი ყინვები დაიწყება. მისი გემოვნური თვისებები კი  გამორჩეულია და სხვა იმპორტირებულ პომიდორზე ბევრად არომატულია. შესაბამისად, მოთხოვნაც დიდია”, – აღნიშნა ამხანაგობა ”საძმოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ამხანაგობა მომავალში სასათბურე მეურნეობის გაფართოებასა და სხვა ბოსტნეული კულტურების წარმოებასაც გეგმავს.

ცნობისთვის, ”საძმომ” დაფინანსება მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მოიპოვა და 15 000 ლარი მიიღო. სწორედ ამ თანხით მოეწყო ქვემო ნიქოზში სასათბურე მეურნეობა.