ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აღნიშნავს, რომ “ქართულ ენას აქვს უნარი, რაღაც სიტყვები იუცხოოს და არ მიიღოს.” ჩანადირი მეგობრებს უზიარებს ათ სიტყვას, რომელიც ენაში ვერ დამკვიდრდა.
1. ქვეგრიალა – მეტრო
2. ელსმენი – ტელეფონი
3. ტელეხედვა – ტელევიზია
4. დუღაბფენილი – ტროტუარი
5. სვლაგეზი – მარშრუტი
6. გვაბანაკი – პალტო
7. რონოდა – ვაგონი
8. მოწოწნიკი – სოსისი
9. დენცქვიტა – შტეფსელი
10. კროჭი – ონკანის მოსაჭერი
“ქართულ ენას აქვს უნარი, რაღაც სიტყვები იუცხოოს და არ მიიღოს.
ესეც ბუნებრივი პროცესია.
მაგალითად, სრულიად გაუმართლებელი იყო ვიოლინოს თარგმნა, რადგან ეს კულტურის ნაწილია. ასევე, არ შეიძლება ფანდურის ან გიტარის თარგმნა და ასე შემდეგ.”